სიახლეები

« სხვა სიახლეები

შეხვედრა საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრთან

2018-10-25 09:06:04

24 ოქტომბერს, საქართველოს კერძო კოლეჯების ასოციაციის გამგეობის წევრები, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრს, ბატონ მიხეილ ბატიაშვილს შეხვდნენ.

შეხვედრისას, გაიმართა საუბარი, პროფესიული განათლების სიახლეებსა და არსებულ პრობლემებზე. განსაკუთრებული აქცენტები გაკეთდა "პროფესიული განათლების შესახებ" საქართველო კანონის შემდგომ შესამუშავებელ კანონქვემდებარე აქტებსა და სისტემაში არსებულ პრობლემებზე. მინისტრმა ისაუბრა, სამინისტროს ხედვებზე და იმ ძირითად ორიენტირებზე, რაც სამომავლოდ სისტემაში დაინერგება. მან, ასევე აქცენტები გააკეთა, უმაღლესი და პროფესიული განათლების მოდელებზე და კონკურენტული გარემოს შექმნის მნიშვნელოვან მექანიზმებზე. შეხვედრისას, განხილული იქნა ასევე, სასკოლო კომპონენტისა და პროფესიული პროგრამების, ასევე სავალდებულო სამხედრო სამსახურის გადავადებისა და პროფესიული კვალიფიკაციით დასაქმების პრობლემებზე. ბატონ მიხეილ ბატიაშვილის განმარტებით, სამინისტროს აღნიშნულ საკითხებთან, მკვეთრად ჩამოყალიბებული კონცეფცია და უკვე შემუშავებული მოდელები აქვს, რომელთა განხილვა-დანერგვაში ჩართული იქნება ყველა დაინტერესებული მხარე.

მინისტრთან შეხცედრას ესწრებოდა NATALI ACADEMY-ს ხარისხის მართვის მენეჯერი, ქ-ნი მანანა მახარაშვილი.

პროგრამები

კონტაქტი