სიახლეები
09 ივლ. '21 | ტრენინგი თემაზე "როგორ დავიწყოთ ბიზნესი"

    მიმდინარე წლის 3 ივლისს, Natali Academy- ისა და  "საქართველოს ეს-ო-ეს ბავშვთა სოფელს" შორის გაფორმებული მემორანდუმისა და "ქუთაისის ოჯახის გაძლიერების პროექტის" ფარგლებში  ჩატარდა ტრენინგი თემაზე  "როგორ დავიწყოთ ბიზნესი". ტრენინგს უძღვებოდა აკადემიის პროფესიული განათლების მასწავლებელი ნელი კილასონია. 
     
    ტრენინგში მონაწილეობა მიიღო "საქართველოს ეს-ო-ეს ბავშვთა ქუთისი სოფელის"  7 ბენეფიციარმა, რომელთაგან რამდენიმე უკვე დამწყები მეწარმეა, ხოლო ნაწილი გეგმავს საკუთარი ბიზნესის წამოწყებას.  ბენეფიციარები  გაეცვნენ  მცირე ბიზნესის სტატუსს, გადასახადებს, შეღავათებსა და პრივილეგიების შესახებ საკითხებს. ტრენინგმა ინტერაქტიულ რეჟიმში ჩაიარა. ბენეფიციარებს გადაეცათ  სერთიფიკატები.
     
    Natali Academy   სრულად ითავისებს სოციალურ პასუხისმგებლობას და გამოთქვამს მზაობას, კვლავ განაგრძოს სოციალურ კამპანიებში აქტიური ჩართულობა.

© 2014-2015, Natali Academy