სიახლეები
30 აპრ. '21 | წამწამების კორექციის პროფესიული მომზადების პროგრამის ავტორიზაცია

    პირველად საქართველოში - წამწამების კორექციის სპეციალისტის სახელმწიფო სერტიფიკატი გაიცემა

    აკადემიამ სსიპ განათლების ხარისხის ეროვნული ცენტრის დირექტორის 2021 წლის  29 აპრილის ბრძანების საფუძველზე, პროფესიული მომზადების პროგრამის "წამწამების კორექცია (Lash-maker)" განხორციელების ნებართვა მოიპოვა.

    პროგრამა საქართველოში, სახელმწიფოს აღიარებით ერთადერთია. პროგრამის წარმატებით დასრულების შემდეგ გაიცემა სახელმწიფო სერტიფიკატი. პროგრამის ხანგრძლივობა შეადგენს 5 კვირას.

© 2014-2015, Natali Academy