სიახლეები
05 დეკ. '20 | ახალგაზრდული მოხალისეობის მხარდაჭერა საქართველოში

    2020 წელს ახალგაზრდული პოლიტიკის კონცეფცია 2030-ის საფუძველზე საფუძველი ჩაეყარა ახალგაზრდობის ეროვნული სტრატეგია 2025 დოკუმენტისა და შესაბამისი სამოქმედო გეგმის შექმნას. დოკუმენტს საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების მხარდაჭერით, იმუშავებს სსიპ “ახალგაზრდობის სააგენტო”, როგორც მთავარი მაკოორდინირებელი უწყება, ახალგაზრდობის საკითხებში. სტრატეგიის განხილვაში ჩართული იყო აკადემია.

    “ახალგაზრდობის მოხალისეობის ეროვნული სტრატეგია და სამოქმედო გეგმა” არის თანმდევი დოკუმენტი ზემოაღნიშნული სტრატეგიისა და ქვეყანაში ახალგაზრდული  მოხალისეობის სფეროს მაკოორდინირებელი დოკუმენტი იქნება, რომელსაც კურაციას ახალგაზრდობის სააგენტო გაუწევს.

    ეს დოკუმენტი გახდება პირველი გადადგმული ნაბიჯი სფეროს ინსტიტუციონალიზაციისა და ფორმალიზაციისკენ.

    პროექტი “ახალგაზრდული მოხალისეობა COVID-19-ის პანდემიის საპასუხოდ საქართველოში”, ერთ-ერთი საუკეთესო მაგალითია მოხალისეობრივი პროგრამების დანერგვის და მოხალისეობის თემის პოპულარიზაციისა ახალგაზრდებსა და მოზარდებში. “ჰელფინგ ჰენდის” მიერ განხორციელებული პროექტის ფარგლებში გადამზადდა 200 მოხალისე, რომლებიც დღემდე ახორციელებენ მოხალისეობრივ საქმიანობას საქართველოს მასშტაბით.

    ღონისძიება მიზნად ისახავს მოწვეული სტუმრებისთვის “ახალგაზრდობის მოხალისეობის სტრატეგიის და სამოქმედო გეგმის” სამუშაო ვერსიის წარდგენას, რომელიც შემუშავებულია მონაწილეობრივ პრინციპზე დაყრდნობით, ადგილობრივი და საერთაშორისო ექსპერტების მიერ, სფეროში მომუშავე სხვადასხვა სექტორის რეკომენდაციების გათვალისწინებით.

    5 დეკემბერს “ახალგაზრდული მოხალისეობა COVID-19-ის პანდემიის საპასუხოდ საქართველოში” პროეექტის ფარგლებში გამოვლინდებიან წლის მოხალისეები ორ ასაკობრივ კატეგორიაში (10 ახალგაზრდა).

    ღონისძიების პირდაპირი ტრანსლაცია, მოხდება ახალგაზრდობის სააგენტოს სოციალური გვერდის საშუალებით https://www.facebook.com/YouthAgencyGeorgia.

     

© 2014-2015, Natali Academy