ჩვენ შესახებ

NATALI ACADEMY არის NATALI GROUP-ის წევრი, რომელიც სილამაზისა და ესთეტიკის სფეროში წარმატებული მოღვაწეობის ოცდახუთ წელს ითვლის. „NATALI GROUP“ სილამაზის სამყაროში ძლიერი, ქართული ბრენდია. ამ სახელით პირველი სილამაზის სალონი თბილისში 1995 წელს გამოჩნდა. დღეს NATALI GROUP მომხმარებელს სთავაზობს ესთეტიკისა და ჯანმრთელობის ცენტრს, რომელიც აერთიანებს - საპარიკმახერო, ფრჩხილებისა და კოსმეტოლოგიურ სერვისებს, ექსკლუზიურ სპას Germaine de Capuccini-სგან, სოლარიუმ კლუბს, სადისტრიბუციო კომპანიას, რომელიც საქართველოში წამყვან ევროპულ ბრენდებს წარმოადგენს, ესთეტიკურ ცენტრს "ნატალი ანტიეიჯ კლინიკასა" და აკადემიას, სადაც გავცემთ პროფესიულ განათლებას სალონური მომსახურების სფეროში.

 

აკადემია დაარსდა 2008 წელს, “Image Academy N”-ის სახელით, რომელიც წარმატებით ახორციელებდა სასერტიფიკატო კურსებს, სალონური მომსახურების სფეროში. დაარსებიდან დღემდე აკადემიის კურსდამთავრებულები ითვლებიან ყველაზე ძლიერ და მოთხოვნად კადრებად, როგორც საქართველოში, ასევე მის საზღვრებს გარეთაც. ისინი ადვილად საქმდებიან პრესტიჟულ სალონებში, კლინიკებსა თუ ბრენდირებულ სასტუმროებში, სადაც იქმნიან წარმატებულ პროფესიულ კარიერას. სწორედ ამ ფაქტებმა უბიძგა აკადემიის დამფუძნებლებლებს, მიეღოთ გადაწყვეტილება,  ფორმალური განათლების სფეროში გადაედგათ დიდი ნაბიჯი, რომელსაც დღეს ყველა ნატალი აკადემიის სახელით იცნობს.

 

2014 წელს, აკადემიამ სახელი შეიცვალა და ეწოდა NATALI ACADEMY. აკადემიის ადმინისტრაციამ, NATALI GROUP-ის წამყვან სპეციალისტებთან და უცხოელ პარტნიორებთან ერთად, სახელმწიფო სტანდარტის საფუძველზე, შეიმუშავა სტილისტის საგანმანათლებლო პროგრამა, რომლის განსახორციელებლად მოიწვია საუკეთესო სპეციალისტები. 2015 წელს, NATALI ACADEMY-მ წარმატებით გაიარა ავტორიზაცია და მოიპოვა პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსი (გადაწყვეტილება N3 04.02.2015), ხოლო 2019 წელს, გაიარა რეავტორიზაცია (გადაწყვეტილება N218, 13.11.2019). აკადემია, ამ ეტაპზე ერთადერთი საგანმანათლებლო დაწესებულებაა, რომელიც ახორციელებს არაფორმალური განათლების აღიარებას (https://eqe.ge/res/docs/79753.pdf).

 

„ნატალი ჯგუფი“ წარმოადგენს მსოფლიოს ცნობილი ბრენდების ექსკლუზიურ წარმომადგენელს საქართველოსა და რეგიონში. აკადემია ასევე მჭიდროდ თანამშრომლობს ამ ბრენდებთან: GERMAINE DE CAPUCCINI, FRAMESI, CLARISSA, MALLETI, SUNTACH, DEPILEVE, TECNOSOLE, THAT- SO, SO, CAP, GOLDSIN, silverfox, saunaitalia, selenia . იყენებს მათ პროდუქციას სასწავლო პროცესში, იმართება მასტერ-კლასები და სემინარები მსოფლიო ბრენდების ტოპ-სტილისტებისა და სპეციალისტების მიერ.

 

აკადემია დაარსებიდან არის საქართველოს კერძო კოლეჯების ასოციაციის წევრი, არჩეულია ასოციაციის გამგეობაში. 2015 წელს აკადემიის საქმიანობა ასოციაციის ბრენდირების კომისიის მიერ სამი ვარსკვლავით შეფასდა. 2016 წელს NATALI ACADEMY ბრენდირების უმაღლესი შეფასების, 5 ვარსკვლავის, მფლობელი გახდა.

 

NATALI ACADEMY 2015 წელს ჩაერთო WorldSkills Georgia პროექტში და მისი ოფიციალური სპონსორი გახდა. 2017 წელს, საპარიკმახერო საქმეში WorldSkills Georgia-ს რიგით მესამე ეროვნულ შეჯიბრებას თავად აკადემიამ უმასპინძლა. კონკურსში მონაწილეობა მიიღო აკადემიის სამმა კურსდამთავრებულმა, აქედან ორმა საპრიზო პირველი და მეორე ადგილები დაიკავეს.

 

Natali Academy-ს უპირატესობაა, რომ რეგიონულ სილამაზის ინდუსტრიის ბაზარზე ლიდერი ჯგუფის - NATALI GROUP - წევრია, რომელიც მსოფლიო ტოპ-ბრენდების - GERMAINE DE CAPUCCINI, FRAMESI, CLARISSA, MALLETI, SUNTACH, DEPILEVE, TECNOSOLE, THAT- SO, SO, CAP, GOLDSIN,   silverfox, saunaitalia, selenia -  ოფიციალური წარმომადგენელია საქართველოსა და ამიერკავკასიაში. ჯგუფს მრავალპროფილური ობიექტები (სილამაზის სალონები,  Natali Wellness Lab, Natali Dry Bar, Natali Anti Age Clinic, Natali Spa Concept, Natali Distribution) და საქმიანობის მრავალწლიანი გამოცდილება გააჩნია, მათ შორის არაფორმალური სწავლების, ხოლო ფორმალური განათლების სისტემაში ის 2015 წელს ჩაერთო.

 

აკადემია საკმაოდ მაღალი  პოპულარობით სარგებლობს ქვეყნის და არა მარტო ქვეყნის მასშტაბით, რასაც ხელს უწყობს NATALI GROUP-ის მრავალწლიანი გამოცდილება და  მაღალი რეპუტაცია. 2018 წელს, ბიზნეს რეიტინგების კავშირისა და შვეიცარიის სარეიტინგო ასოციაციის მიერ, NATALI GROUP-ს საგანმანათლებლო საქმიანობაში წვლილის შეტანისათვის ჯილდო გადაეცა.

 

© 2014-2015, Natali Academy