სიახლეები
14 სექ. '18 | სასწავლო რესურსების პრეზენტაცია

    2018 წლის 13 სექტემბერს UNDP-ის ორგანიზებით „ქორთიარდ მერიოტში“ გაიმართა შეხვედრა პსდ-ებების წარმომადგენლებსა და დარგის ექსპერტებთან.

     

    შეხვედრაზე განხილული იყო UNDP-ს პროექტის „საქართველოში სოფლის მეურნეობასთან დაკავშირებული სისტემების გაფართოება და პროფესიული განათლების მოდერნიზაცია“ ფარგლებში შემუშავებული სასწავლო რესურსების პრეზენტაცია.

     

    შეხვედრის მეორე ნაწილი დაეთმო ვორკშოპს, რომელსაც უძღვებოდა შვეიცარიელი ექსპერტი, ბერნის ისტორიისა და ეკოლოგიის ინსტიტუტის მთავარი რედაქტორი, ბ-ნი ანდრეას ჰიუგლი, რომელმაც მონაწილეებს გააცნო შვეიცარიული სასწავლო რესურსების სიახლეები, სტრუქტურა და შემუშავების მეთოდოლოგია.

    შეხვედრას დაესწრნენ Natali Academy-ს ხარისხისა და სწავლების მენეჯერები.

     

© 2014-2015, Natali Academy