სიახლეები
27 ნოე. '20 | IT სპეციალისტების გადამზადება

    საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო, ეროვნული
    ინოვაცეიბის ეკოსისტემის პროექტის ფარგლებში. პროექტის ფარგლებში, დაგეგმილია 3,000
    IT სპეციალისტის გადამზადება, ბაზარზე არსებულ ყველაზე მოთხოვნად პროფესიებში,
    როგორიც არის: პროგრამირება, პროექტ მენეჯმენტი, ხელოვნური ინტელექტი, დიზაინი,
    კიბერუსაფრთხოება, ბლოკჩეინი, ქსელები, მობაილ და გეიმ დეველოპმენტი და ა.შ.
    თითოეული კურსი მოიცავს როგორც ინტესნიურ ტრენინგებს, ასევე, საერთაშორისო
    სასერთიფიკატო გამოცდას, რომელიც სრულად ფინანსდება სახელმწიფოს მიერ.
    პირველ ეტაპზე, დაგეგმილია 500 IT სპეციალისტის გადამზადება, რომელსაც მსოფლიოში
    აღიარებული IT სასწავლო ცენტრი – New Horizons უზრუნველყოფს და რომელზე
    რეგისტრაციაც შესაძლებელია 30 ნოემბრის ჩათვლით ვებგვერდზე: www.ict.gov.ge.
    ტრენინგები წარიმართება დისტანციურ რეჟიმში და საქართველოს ყველა მოქალაქეს ექნება
    მონაწილეობის შესაძლებლობა.

© 2014-2015, Natali Academy