სიახლეები
17 სექ. '20 | პროფესიული ტესტირების შესახებ

    პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩარიცხვის მსურველთა საყურადღებოდ!!!

    პროფესიული განათლების მიღების მსურველები, რომლებიც 2020 წელს დარეგისტრირდნენ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე და ახალი კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების პირობებში, ვერ მოახერხეს საგამოცდო ტესტირებაზე გამოცხადება (5-6 სექტემბერს) შემდეგი მიზეზის გამო, იმყოფებოდნენ:

    ა) ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ ტერიტორიებზე;

    ბ) საკარანტინო სივრცეში/თვითიზოლაციაში;

    გ) საკარანტინო ზონაში;

    დ) ქვეყნის ფარგლებს გარეთ;

    ე) სამკურნალო დაწესებულებაში/იზოლაციაში ახალი კორონავირუსის (COVID-19) დადასტურების გამო;

    შესაძლებლობა აქვთ 2020 წლის 15 სექტემბრიდან 2020 წლის 25 სექტემბრის ჩათვლით, დასაბუთებული განცხადებით მიმართონ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ელექტრონულ ფოსტაზე: doc.info@mes.gov.ge.

    განცხადებას თანდართული უნდა ჰქონდეს მტკიცებულება/დოკუმენტი, რომელიც დაადასტურებს ზემოჩამოთვლილთაგან ერთ-ერთ გარემოებას (გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც აღნიშნულ გარემოებასთან დაკავშირებით პირის შესახებ ინფორმაცია სამინისტროში წარმოდგენილია შესაბამისი უწყების მიერ).

     

    წყარო: https://www.mes.gov.ge/content.php?id=11053&lang=geo

© 2014-2015, Natali Academy