სიახლეები
04 სექ. '20 | პროფესიული ტესტირების ჩატარების ვადები განისაზღვრა

    საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის ბრძანებით, დამტკიცებული პროფესიული ტესტირების ჩატარების განრიგი შესაბამისად, პროფესიული განათლების მიღების მსურველ პირთა პროფესიული ტესტირება 2020 წლის 5-6 სექტემბერს დილის 09:00 საათიდან დაიწყება.

    შეგახსენებთ, რომ პროფესიული ტესტირების გავლა სავალდებულოა, შესაბამის საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვისა და სახელმწიფო დაფინანსების მოპოვების მიზნით.

    ასევე გაცნობებთ, რომ პროფესიული ტესტირების წინა დღეს (4 სექტემბერს), ონლაინ რეჟიმში, ჩატარდება საცდელი ტესტირება, აპლიკანტებს საშუალება ექნებათ ყოველგვარი შეფასების გარეშე ივარჯიშონ და მოსინჯონ საკუთარი ძალები.

    საცდელი ტესტირების გავლას შეძლებთ მოცემულ ბმულზე: https://bit.ly/31VIDri

    აპლიკანტების საყურადღებოდ, საგამოცდო ბარათზე მითითებულია საგამოცდო ცენტრის მისამართი, ინფორმაცია პრეტესტის, ტესტირების თარიღის შესახებ და სხვა დეტალები.

    ტესტირებაზე თან უნდა იქონიოთ: პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი, საგამოცდო ბარათი, პირბადე და კალამი.

     

© 2014-2015, Natali Academy