სიახლეები
24 დეკ. '18 | საქართველოს ნაციონალური ბიზნეს-რეიტინგების კავშირის ჯილდო

    საქართველოს ნაციონალური ბიზნეს-რეიტინგების კავშირმა,2018 წლის 14 დეკემბერს გამართულ 46-ე საზეიმო ცერემონიალზე, „ნატალი ჯგუფი“ განათლებაში შეტანილი წვლილისთვის დააჯილდოვა.

    „ნატალი ჯგუფი“ – 23 წლიანი ისტორიის მქონე ბრენდია,  რომელიც ქართულ ბაზარზე ოპერირებს როგორც სილამაზის სალონების, ისე  ესთეტიკური მედიცინის მიმართულებით. კომპანიამ, 2008 წლიდან დაიწყო საგანმანათლებლო მიმართულებით მოაღვაწეობა, ხოლო 2015 წლიდან განათლება ფორმალური გახადა, როდესაც NATALI ACADEMY-მ ავტორიზებული დაწესებულების სტატუსი მოიპოვა.

    აკადემიის მიზანი ყოვეთლვის იყო მოამზადოს თანამედროვე ბაზრის მოთხოვნების შესაბამისი კვალიფიციური სპეციალიტები, რომლებიც უზრუნველყოფენ სილამაზის სფეროში მაღალი ხარისხის მომსახურების/სერვისის შეთავაზებას.

    ნაციონალური ბიზნეს რეიტინგი – ეს არის საერთაშორისო ბინზეს სარეიტინგო პროგრამა. მისი მთავარი მიზანია – განსაზღვროს ეკონომიკის ლიდერები საწარმოთა შორის, შეაფასოს მათი საქმიანობის ეფექტურობა და შეადგინოს რეიტინგი. საქართველოს ნაციონალური ბიზნეს-რეიტინგების კავშირის საქმიანობა, საქართველოში შვეიცარიის სარეიტინგო ასოციაციის ეგიდით  იმართება.

     

© 2014-2015, Natali Academy