სიახლეები
21 დეკ. '18 | „დასაქმების ხელშეწყობის მომსახურებათა განვითარების სახელმწიფო პროგრამის" შემაჯამებელი კონფერენცია

     

    სოციალური მომსახურების სააგენტომ „დასაქმების ხელშეწყობის მომსახურებათა განვითარების სახელმწიფო პროგრამის" შემაჯამებელი კონფერენცია გამართა

    კონფერენციაზე დასაქმების პროგრამების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ქ-ნმა მ. ბეზარაშვილმა  ისაუბრა შრომის ბაზრის ფორმირების სახელმწიფო სტრატეგიის ფარგლებში განხორციელებული ღონისძიებების, გამოწვევებისა და სამომავლო გეგმების შესახებ.  მან საზოგადოებას მოახსენა, რომ  2018 წელს, სოციალური მომსახურების სააგენტოს სხვადასხვა პროგრამების საშუალებით, ჯამში, 1877 ადამიანი დასაქმდა. მათ შორის, 95 შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირია. ასევე აღინიშნა, რომ შრომის ბაზრის მართვის საინფორმაციო სისტემა worknet.gov.ge-ზე სულ 229 555 ადამიანია რეგისტრირებული. აქედან, აქტიური სამუშაოს მაძიებელია 194 296. წლის განმავლობაში, თავისუფალი სამუშაო ადგილი იყო 8932.

    ღონისძიებაზე სოციალური მომსახურების სააგენტომ საუკეთესო პარტნიორები და დამსაქმებლები დააჯილდოვა, შორის საზოგადოებრივი კოლეჯი „პანაცეა“ და „ბიზნესისა და ტექნოლოგიების კოლეჯი“. Natali Academy ულოცავს კოლეგებს წარმატებას.

© 2014-2015, Natali Academy