სიახლეები
10 დეკ. '18 | დასაქმების ფორუმი

    7 დეკემბერს ა(ა)იპ „საზოგადოებრივი დამცველისა“ და გაერთიანებული ერების ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის (UNHCR) მხარდაჭერით, დასაქმების ფორუმი გაიმართა. ფორუმის მიზანი გახლდათ ლტოლვილთა, თავშესაფრის მაძიებელთა და ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირთა დასაქმების ხელშეწყობა და მათთვის მდგრადი ეკონომიკური მდგომარეობის შექმნა.

    ფორუმის ორგანიზატორი და მხარდამჭერი სხვა ქართულ კომპანიებთან ერთად Natali Academy-ცაა. ფორუმზე აკადემიის პერსონალმა და სტუდენტებმა დამსწრე საზოგადოებას გააცნეს სტილისტისა და ვიზაჟისტის პროფესიები უშუალო დემონსტრირების ფონზე.

© 2014-2015, Natali Academy