სიახლეები
09 იან. '18
ლამაზი, მოვლილი, აბრეშუმივით რბილი და მბზინვარე თმა - ეს ყველა ქალის ოცნებაა. თუმცა, ყველა როდია დაჯილდოვებული ამ სიმდიდრით. ურჩი თმების დაყოლიება და ყოველთვის მომხიბვლელად გამოყურების მიზნით დღეს ქალები არჩევენ პოპულარულ მეთოდს, კერატინით თმის გასწორებას. Natali Academy გთავაზობთ სემინარს - კერატინით თმის გასწორება. სემინარი ჩატარდება: 29 იანვარს, 12:00 – 17:00 საათი.

08 იან. '18

03 იან. '18

19 დეკ. '17
მემორანდუმის ფარგლებში, Natali Academy-ის მასწავლებლები გაივლიან ჯუნიორ ეჩივმენტის ბიზნესის უნარ-ჩვევების ტრენერთა ტრენინგს და გადაეცემა სერტიფიკატი, რომლელიც აღიარებულია 123 ქვეყანაში. ტრენინგის შემდეგ ისინი დამოუკდებლად გასწევენ მეწარმეობის უნარ-ჩვევების სწავლების პრაქტიკას JA Georgia-ს მეთოდოლოგიით.

09 დეკ. '17
შაბათს, 9 დეკემბერს Natali academy-ს სტუდენტებმა მონაწილეობა მიიღეს სავაჭრო და ბიზნეს ცენტრ ქარვასლის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაში- "სილამაზის ფესტივალი", სადაც სავაჭრო ცენტრის სტუმრებს ვარცხნილობითა და მაკიაჟით დღე გაულამაზეს

04 დეკ. '17
Natali academy-ს პედაგოგმა, პროფესიონალმა სტილისტმა და ვიზაჟისტმა - ელენე ვარდანიანმა, 4 დეკემბერს Natali academy-ში ჩაატარა მასტერ-კლასი საქორწილო ვარცხნილობებში. მასტერ-კლასის პირველ ნაწილში მონაწილეებმა იხილეს საქორწილო ვარცხნილობის შექმნის ტექნიკა, ხოლო მეორე ნაწილში გაიმართა ვორკშოფი, სადაც მათ დამოუკიდებლად იმუშავეს მოდელებზე .

02 დეკ. '17
Natali Academy-ს, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტოსა და სოციალური მომსახურების სააგენტოს ერთობლივი თანამშრომლობით, წარმატებით განხორციელდა პროფესიული მომზადება-გადამზადების და კვალიფიკაციის ამაღლების სახელმწიფო პროგრამის- "ქალის სტილისტი"( შეჭრა-დავარცხნა) მეორე ეტაპი. 2 დეკემბერს ჩატარდა დასკვნითი გამოცდა, რის შემდეგაც მოსწავლეებს გადაეცათ სერტიფიკატები. Natali academy მათ წარმატებებსა და კარიერულ წინსვლას უსურვებს ​

29 ნოე. '17
29 ნოემბერს Natali Academy-ის სტუდენტები ძალადობისგან დაცვის ეროვნული ქსელის თავშესაფარს ესტუმრნენ და მის ბენეფიციარებს სხვადასხვა სახის სალონური მომსახურება გაუწიეს. ​აკადემიის სტუდენტების სურვილია, საკუთარი წვლილი შეიტანონ მათ ფსიქო-სოციალურ რეაბილიტაციაში.

25 ნოე. '17
25 ნოემბერს Natali Academy-ში გაიმართა კონკურსი " საქორწინო მაკიაჟი" და "საღამოს ვარცხნილობა". კონკურსში მონაწილეობა მიიღეს აკადემიის კურსდამთავრებულებმა, რომლებმაც საინტერესო ნამუშევრები წარმოადგინეს. კონკურსის გამარჯვებულები არიან კარინა ჯუმუტია და მარი გარაშვილი, რომლებსაც პრიზის სახით 4 დეკემბერს დაგეგმილ მასტერ-კლასზე დასწრების უფასო ვაუჩერი გადაეცათ.

24 ნოე. '17
24 ნოემბერს, Natali Academy-ში სტილისტის მესამე საფეხურის პროფესიული პროგრამის კურსდამთავრებულებისათვის დიპლომების გადაცემის საზეიმო ცერემონიალი გაიმართა. Natali Academy ულოცავს მათ სტილისტ-პარიკმახერის კვალიფიკაციის მინიჭებას, უსურვებს მომავალ კარიერულ წინსვლასა და წარმატებას.

21 ნოე. '17
ნატალი აკადემიის სტუდენტები აგრძელებენ ტრადიციას და ამჯერად, გიორგობის დღესასწაულთან დაკავშირებით, ეწვივნენ სათნოების სახლ " სიკეთის ლამპარ"ს, სადაც მათ ბენეფიციარებს მოემსახურნენ. ნატალი აკადემიასა და სათნოების სახლ "სიკეთის ლამპარ"ს შორის გაფორმდა მემორანდუმი პარტნიორობისა და თანამშრომლობის შესახებ.

26 ოქტ. '17

18 ოქტ. '17

26 სექ. '17

02 სექ. '17
Natali Academy საგანმანათლებლო პროგრამებისა და მომსახურების ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით, მიმდინარე წელს, „სამუშაოს მაძიებელთა პროფესიული მომზადება-გადამზადების და კვალიფიკაციის ამაღლების სახელმწიფო პროგრამაში“, ჩაერთო. 2 სექტემბერს, სახელმწიფო პროგრამის ბენეფიციარების დასკვნითი, სასერტიფიკატო გამოცდა, გაიმართა. პროგრამის მონაწილეებმა 2 თვიანი სწავლების შემდეგ, საინტერესო ნამუშევრები შექმნეს, რაც საგამოცდო კომისიის მიერ დადებითად შეფასდა. პროგრამის ბენეფიციარებმა, აკადემიის საგანმანათლებლო პროგრამა, პერსონალი და სწავლების მეთოდები დადებითად შეაფასეს, ხოლო მასწავლებლის, ქ-ნი ელენე ვართანიანის მიმართ, უდიდესი მადლიერება გამოხატეს. აკადემია თავის მხრივ მადლობას უცხადებს სახელმწიფო პროგრამის ბენეფიციარებს ნდობისა და არჩევანისთვის და უსურვებს მათ წარმატებულ საქმიანობას.


...123456...

© 2014-2015, Natali Academy