ჩვენ შესახებ

საზოგადოებრივი კოლეჯი Natali Academy არის პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულება, რომელიც ახორციელებს პროფესიულ და სასერთიფიკატო საგანმანათლებლო პროგრამებს სილამაზისა და ესთეტიკის მიმართულებით.

აკადემიას საგანმანათლებლო სფეროში მოღვაწეობის 7  წლიანი გამოცდილება აქვს.  2015 წლამდე კოლეჯი არაფორმალური განათლების მიმართულებით მოღვაწეობდა , თუმცა ავტორიზაციის მიღების შემდეგ მიეცა უფლება განახორციელოს პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამები. კურსის წარმატებულად  გავლის შემდეგაც სტუდენტი მიიღებს სახელმწიფოს მიერ აღიარებულ დიპლომს.

კოლეჯი გახლავთ NATALI GROUP - ის  წევრი, რომელიც სილამაზის და ესთეტიკის სფეროში წარმატებული მოღვაწეობის 21 წელიწადს ითვლის.

კოლეჯის სასწავლო ბაზა  :

  • კოლეჯი  - სადაც მიმდინარეობს თეორიული მეცადინეობები;
  • Natali Academy- ის სალონი - სადაც მიმდინარეობს პრაქტიკული მეცადინეობა და საწარმოო პრაქტიკა.

სტუდენტებისათვის ხარისხიანი განათლების მიწოდებისთვის, სწავლება  მიმდინარეობს მუდმივად განახლებული მეთოდებით, ახალი ტენდენციების საფუძველზე,  გამოცდილი და მაღალკვალიფიციური მასწავლებლების მიერ.

საზოგადოებრივი კოლეჯი  Natali Academy აქტიურად არის ჩართული განათლების სისტემაში მიმდინარე პროცესებში. განათლების ხარისხის განვითარების ცენტრთან ერთად კოლეჯმა შეიმუშავა ორი წიგნი : ვიზაჟისტის სახელმძღვანელო და საპარიკმახერო საქმე, რომელსაც აქტიურად იყენებს სწავლებისათვის.

 

© 2014-2015, Natali Academy